პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
ტურის დამატება
მისამართი:ქობულეთის რაიონი, სოფელი ციხისძირი
ტელეფონი:(+995 590) 880 121
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1989
მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეშუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეს, გვიანდელი ხანის საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობებს, V-VI სს. ბაზილიკის ნაშთებს, ანტიკური ხანის სამაროვნებსა და საცხოვრებელ ნაგებობათა (ე.წ. ვილის) ნაშთებს. ასევე, ტერიტორიაზე მიკვლეულია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები, გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანიდან მოყოლებული გვიან შუა საუკუნეებამდე. ნაკრძალის ტერიტორია მიოცავს დაახლოებით 7 ჰა.