ფშავ-ხევსურეთი
ფშავი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია.ფშავი მდებარეობს დუშეთის რაიონში ფშავის არაგვის ხეობაში,. მისი ფართობი დაახლოებით 550კვ. კმ-ია. ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით -შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი.
ბუნება: ფშავის მთავარი მდინარე არაგვია, რომელიც შედგება სამი შენაკადისაგან: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგოჩარის ხევი. ბუნება : ფშავი მდიდარია მცენარეულობით და მთელი მისი მიდამო შუაფხომდე შემოსილია ხშირ ფოთლოვანი ტყით აქ იზრდება: მუხა, იფანი და რცხილა. წიფელი და თელა. მთის მწვერვალზე არყია. ცხოველებიდან ბინადრობს : ჯიხვი, ფსიტი, შველი, მგელი, დათვი, მელია, კურდღელი, მაჩვი, კინდოლი, ზღარბი, ციყვი და სხვა.ფრინველებიდან : არწივი, ორბი, შავარდენი, როჭო, სვავი, ქორი, ძერა, ყვავი, ყორანი, ღობემძვრალა, ბოლოცეცხლა, სახნაურა, მწივანა, შინტლინკა, წიპრანა, პრანწია.ნადირი: მგელი, დათვი, მელია, კურდღელი, მაჩვი, კინდოლი, ჯიხვი, ფსიტი, შველი, ჟღაბი (ზღარბი), ციყვი და სხვა.ქვეწარმავლები: გველი შხამიანი და უშხამო, ფსლიკვი (ხვლიკი), თაგვი, ბაყაყი და სხვა.თევზები: კალმახი, ორაგული, ფიჩხული და მურწა.
კლიმატი:
ფშავის კლიმატი ბართან შედარებით მკაცრია და განეკუთვნება მთის ტყეების ჰავის ზოლს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოა. ფშავში ზომიერად ცივა, წლის საშუალო ტემპერატურა ქვემო საფეხურზე 11 გრადუსია, ხოლო ზემოთ 5-მდე ჩამოდის. ზამთარი ცივია. გაზაფხული გვიან დგება, ზაფხული თბილია, შემოდგომა კი მზიანი. წვიმიანი და ნისლიანი ამინდები უფრო გაზაფხულობით იცის. ზამთარი იშვიათად არის უხვთოვლიანი. როგორც წესი, თოვლის საფარი 1 მ-ს არ აღემატება.
ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან. ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.ფართობი 1 050 კმ²ადმინისტრაციული ცენტრი – შატილი, მანძილი თბილისიდან – 149 კმ.
კლიმატი : ალპური ჰავა და მთის ტყეების ჰავა.
ბუნება: ხევსურეთის სიამაყეა მიუვალ კლდეზე შეფენილი სოფელი შატილი, რომელსაც გარესამყაროსთან ერთადერთი ბილიკი აკავშირებს. აქაური სახლები კოშკებს წარმოადგენენ, რომლებიც ერთგვარ თავდაცვით კედელს ქმნიან. დასავლეთ ხევსურეთის მთის კალთები ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, აღმოსავლეთ ხევსურეთი კი მდიდარია ყვავილოვანი მცენარეებით აჭრელებული სუბალპური და ალპური მდელოებით. ხევსურეთში საცალფეხო გზებია.
ტბები და მდინარეებია : აბუდელაურის ტბები, მდინარე არაგვი, როშკისწყალი, მდინარე აბუდელაური, ბოთანას წყალი, ასისხევი, ბოგოჩარის ხევი, წაწადა, ვარეულა, მათურხეულა, ნაროულა, თეთრახევა.
დაცული ტერიტორიები, ნაკრძალები : ყაზბეგის ეროვნული პარკი.
მოსანახულებელი ადგილები : არდოტი, ანატორის ნასოფლარი, გუროს ნასოფლარი, ვაჟა–ფშაველას
ეკლესია–მონასტრები, ციხესიმაგრეები :
ხახაბოს ციხე-სოფელი; ხახმატის ციხე; ლებაისკრის ციხე; იახსარი; კოპალა; ქმოდის გორის წმ. გიორგი; ლაშარის ჯვარის წმ. გიორგი;გუდანის ჯვარი; ანატორის ჯვარი.
ხევსურები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, თუმცა ისინი უმეტესად ჯერ კიდევ წარმართულ კერპებს ეთაყვანებიან, ამიტომაც აქ წარმართული სამლოცველო უფრო მრავლადაა, ვიდრე ეკლესია-მონასტერი.
ღირსშესანიშნაობები:
შატილის ციხე-სოფელი; გუდანის ჯვარი; ანატორის ჯვარი; ხახმატის ციხე; ახიელის ციხე; ლებაისკარის ციხე; მუცოს ციხე;