კალათა

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

სვანეთი

    სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, დაფარული მუდმივად თოვლიანი მთის  მწვერვალებით. კავკასიონის ამ მონაკვეთზე ოცამდე სვადასხვა სირთულის უღელტეხილია, რომლებიც ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის. გადასასვლელების სიმაღლე 3160 მ-დან 3860 მ-მდე მერყეობს. ზოგიერთი მათგანი საპალნე ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი, უმრავლესობა – ქვეითად მოსიარულეთათვის, ზოგი კი მხოლოდ ალპინისტებისათვისაა მისაწვდომი. შუა საუკუნეების ულამაზესი სვანური კოშკები გადმოჰყურებენ ხეობებს. სვანეთი საინტერესოა არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, არამედ იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, უნიკალურ ფრესკებს, სალოცავებსა და ეკლესიებს.

გეოგრაფია:

     სვანეთის რეგიონი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ ნაწილში, მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. ზემო სვანეთი მოიცავს მდინარე ენგურის ხეობის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე. ზემო სვანეთი ადმინისტრაციულად შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისმესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარისლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 23 ათასია (2004 წლია აღწერით). მთლიანი ფართობი შეადგენს 4 389 კმ².სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები და უმსხვილესი მყინვარები, რომელთა ჯამური ფართი 300 კვ.კმ-ია უმნიშვნელოვანესი მწვერვალებია: წურუნგალა (4220 მ). აილამა (4550 მ), შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), ტიხტინგენი (4620 მ). თეთნულდი (4860 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ). აქვეა საქვეყნოდ ცნობილი ორთავა უშბას ციცაბო კლდოვანი მასივი (4700 მ), რომელიც კავკასიონზე სირთულისა და სილამაზის ეტალონია, სვანეთის კავკასიონის თხემური ნაწილის საშუალო აბსოლუტური სიმაღლე 4125 მ-ია, მაქსიმალური - 5068 (შხარა), მინიმალური - 3168 (დონღუზორუნის გადასასვლელი).

ბუნება:

  სვანეთის მცენარეული საფარი მეტად მრავალფეროვანია. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი და სხვა. სვანეთი რთული და მრავალფეროვანი რელიეფით გამოირჩევა, მყინვარები, ღრმად დაფარული მთათა სისტემები, ზეგნები და პლატოები ეგზოტიკურ ლანდშაპტებს წარმოქმნის,რომელიც დამშვენებულია მდიდარი მცენარეული საფარით .მაღალმთიანი სარტყელი დაფარულია მუქწიწვოვანი მცენარეული ტყეებით. სვანეთი მდიდარია სამკურნალო მცენარეებით.

კლიმატი: 

  ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7°C, იანვრის 6,4°C, ივლისის 16,4°C. აბსოლუტური მინიმალური - 35°C, აბსოლუტური მაქსიმალური 35°C. ნალექები 1035 მმ წელიწადში. 

არქიტექტურა:

  სვანური საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კოშკია იგი წარმოადგენს 5X5 კვ.მ-ის მქონე ოთკუთხა წაკვეთილი ფორმის ქვით ნაშენებ პირამიდას, რომლის სიმაღლე 25 მეტრის ფარგლებში მერყეობს. კოშკი 4 ან 5 სართულიანია. კოშკი სვანეთის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

სამზარეულო: 

  ქართული სამზარეულო მდიდარია სვანური კერძებით. ჩახოხბილი, ტაბაკა, ხარჩო, ხაჭაპური, ხინკალი, სულგუნი, ჭიშდვარი, კუბდარი და სხვა.  თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, ამ სანელებლით დამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებით. სვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ. სვანეთში ვაზი არ ხარობს, ამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიან. სასმელად უმეტესად იყენებენ ადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყს. პოპულარულია თაფლისა და ანწლის არაყიც. სვანური სუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალი, რომლის წყაროებიც მრავლად მოიპოვება.სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენ, რის გამოც ისინი არომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან.

ღირსშესანიშნაობები:

სოფელი უშგული;
სვანური კოშკი;
სვანური სახლი "მაჩუბი";
წარმართული ხასიათის ნიშები;
ადიშის, იელის სვიფის, წვირმის, ჟაბეშის, უშგულის ეკლესიები (სულ 70);
მარგიანების სახლ-მუზეუმი;