კალათა

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

თუშეთი

  თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.თუშეთი ზღვის დონიდან 1650–4493 მ–ზე.სოფლები განლაგებულია 1900 მ-დან 2400 მ-მდე.თუშეთი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული,მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებიდან აღსანიშნავია: შავი კლდე(3578 მ), დიდგვერდი (3334 მ) და პატარა ბორბალო (3180 მ).ადმინისტრაციული ცენტრია -ომალო ტერიტორიის ფართობი – 896 კმ2, მანძილი თბილისიდან - 272 კმ.

მდინარეები და ტბები:

   თუშეთში ორი მდინარეა: გომეწრის (თუშეთის) ალაზანი და პირიქითი ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ალაზნის მარცხენა მხარის შემდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირთუშეთის მდინარეები. რომლებიც ზამთარში ნაწილობრივ იყინება.ბევის, წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი — ლაროვანის წყალი.თუშეთში უამრავი პატარ-პატარა ზომის ტბა არც ერთი მათგანი არ აღემატება 20 მეტრს. თუშეთის ტერიტორიაზე ვხვდებით ჭაობებსაც. თუშეთში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა სამკურნალო-მინერალური წყლები. გამოირჩევა „ჩიღოს წყალი“ გვხვდება ტუტე-მარილიანი წყლებიც და რკინის შემცველი წყაროები.

  კლიმატი :

ჰავა კონტინენტურია. თუშეთში იანვარ-თებერვლის საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია, იანვარ-თებერვალში ჰაერის საშუალო ტემპერატურე — 13-15 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის, თოვლის საფარის ხანგრძლივობა 5-6 თვეა, ხოლო ივლის-აგვისტოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 14-15 გრადუსია.ნალექების რაოდენობა მერყეობს, ძირითადად, სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.

ბუნება :

თუშეთის ტერიტორიები ხასიათდება ფლორისტული მრავალფეროვნებით, მიუხედავად ვერტიკალური სარტყელების მცირე დიაპაზონისა. თუშეთის ტყეებში გამოიყოფა ტყის ტიპები, რომლებიც სხვაგან თითქმის არ აღნიშნულა: არყნარ-ფიჭვნარი სუბალპური ბალახეულით, არყნარ-ცაცხვნარი ბუჩქნარებით, ფიჭვნარი დეკათი და სხვა.თუშეთის ტყეები სხვა და სხვა ~ცხოველთა სამყაროს შემადგენლობით გამოირჩევა ესენია: ნიამორი, კავკასიური ჯიხვი, არჩვი, ირემი, შველი, წინააზიური ლეოპარდი (ჯიქი), მგელი, ფოცხვერი, დათვი...ასევე ფრინველებიდან ბინადრობენ : შევარდენი, შურთხი (მთის ინდაური), კრავიჭამია.

სამზარეულო და სუფრის ტრადიციები :

  თუშეთი  ძირითადად მეცხვარეობას მისდევენ თუშური ცხვრის ყველი „გუდის ყველის“ სახელითაა ცნობილი,რომლის დამუშავება  ცხვრის ტყავში, „გუდაში“ ხდება.

სუვენირები :

  თუშეთში  დახელოვნებულნი არიან ცხვრის მატყლის დამუშავებაში, ქსოვასა და თელვაში. ხალხური ხელოვნების მოყვარულებს შორის მოწონებით სარგებლობს თუშური ფარდაგები, შესრულებული მისთვის დამახასიათებელ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ ფერებში. პოპულარულია ტურისტებს შორის ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი („ჩითები“), ნაბდის ქუდი და ქეჩები.

დაცული ტერიტორიები, ნაკრძალები :

თუშეთის დაცული ლანდშაფტი, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი, თუშეთის ეროვნული პარკი.

ღირსშესანიშნაობები : დართლო, კვავლო, დოჭუ, შენაქო, დიკლო, გომეწრის ხეობა.

ეკლესია–მონასტრები, ციხესიმაგრეები :

შენაქოს სამების ეკლესია (XIX ს.);  დართლოს ეკლესია; ლაშარის ჯვარი; კარატის ჯვარი; შენაქოს სამების ეკლესია (XIX ს.); წყაროს ციხე; კესელოს ციხე; დიკლოს ციხესიმაგრე; ომალოს ციხესიმაგრე.