საქართველოს შესახებ
გეოგრაფიული მდებარეობა: საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს; დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი;
ფართობი: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე - 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო - 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო - 310 კმ;
მოსახლეობა: 4.497 მილიონი ადამიანი (2012 წლის შეფასებით);
უდიდესი ქალაქები: თბილისი (1.090.000); ქუთაისი (185.965); რუსთავი (138.000); ბათუმი (121.800);
რეგიონები: აფხაზეთი (სოხუმი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (ზუგდიდი), გურია (ოზურგეთი), აჭარა (ბათუმი), იმერეთი (ქუთაისი), რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ამბროლაური), სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე), შიდა ქართლი (გორი), ქვემო ქართლი (რუსთავი), მცხეთა-მთიანეთი (მცხეთა), კახეთი (თელავი);
ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია - სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი - შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა - 16 %, საძოვრები - 25 %, ტყეები - 34 %. მთავარი მდინარეებია მტკვარი, რიონი, ენგური, იორი, ალაზანი;
ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები - 83,8 %,აზერბაიჯანელები - 6,5 %,სომხები - 5,7 %, რუსები - 1,5 %, ოსები - 0.9 %, იეზიდები - 0.4 %, ბერძნები - 0.3 %, ქისტები- 0.2 %, უკრაინელებიი - 0.2 %, აფხაზები - 0,1 %;
რელიგიური შემადგენლობა: მართლმადიდებელი ქრისტიანები - 84.00 %, მუსლიმანები - 9.9 %, სომეხი გრიგორიანელები - 3.9 %, კათოლიკები - 0.8 %, იეზიდები - 0.4%, იუდეველები - 0,1 %;
ეროვნული ვალუტა: ლარი (GEL)
სახელმწიფო ენა: ქართული
დროის სარტყელი: UTC+4
ქვეყნის კოდი: Geo
Internet LTD: .ge
სატელეფონო კოდი: + 995