თბილისი ცნობილია თავისი გოგირდოვანი, სამკურნალო თვისებების მქონე წყლებით, თბილისის დაარსების ლეგენდაც ხომ მისი გოგირდოვანი თბილი წყლიდან მომდინარეობს. იგი მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში, ძველ სეიდაბადში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. საუკუნეების განმავლობაში მთელ ახლო აღმოსავლეთში იყო ცნობილი თბილისის აბანოები. XVII-XVIII საუკუნეებშიისლამური არქიტექტურისგავლენით შეიქმნა აბანოები, რომლებიც დღესაც ამშვენებენ ძველი თბილისის იერ-სახეს. იმ ადგილს, სადაც გოგირდის აბანოებია თავმოყრილი, აბანოთუბანს უწოდებენ.
წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012