კალათა

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

საირმე

 საირმე მცირე კავკასიონის გულში საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის ერთ-ერთია მესხეთის ქედის ცნობილ კურორტებს შორის. საირმე მცირე კავკასიონის ალპური ზონის მოსანახულებლად იდეალურ ბაზად მიიჩნევა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკს უკავშირდება. ამ მიდამოებში მრავალი უძველესი ეკლესია-მონასტერია, რაც ბუნების გამაოგნებელ მშვენიერებასთან ერთად არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის ტურიზმის განვითარებისათვის. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, საკურნალო წყაროებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ულამაზესი ბუნებით. იგი მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში. კურორტი საირმე უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, 

დამსვენებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო 'საირმის' ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. პოლიკლინიკაში შესაძლებელია თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური მომსახურების მიღება. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით  და ექოსკოპიური კაბინეტით. საირმეში აგრეთვე მოეწყო მინერალური წყაროების კეთილმოწყობილი ბიუვეტები, განახლებული კვების ბლოკი, კაფე-ბარისა და მარკეტის შენობა, კურორტის ბაღი, ბაღდათი-საირმეს 28 კილომეტრიანი ახალი გზა, კურორტის განახლებული შიდა გზები, თანამედროვე საკურორტო მომსახურება და ა.შ

მინერალური წყაროები:

  ბალნეოლოგიური კუროტ საირმის მინერალური და თერმული წყაროების სამკურნალო თვისებები ჯერკიდევ მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი. წყაროები კურორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წყაროდ გადმოედინება. ისინი ქიმიური შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ჩატარებული ქიმიური ანალიზის შემდეგ წყაროები დაინომრა, მკვეთრად განისაზღვრა თითოეული მათგანის უნიკალურობა და სამკურნალო შესაძლებლობები, აშენდა თანამედროვე ტიპის ბიუვეტები, რაც კომფორტულს ხდის დამსვენებლისათვის სამკურნალო წყაროების მიღებისა და სწორი დოზირების განსაზღვრის პროცესს.
რა დაავადებებს კურნავს საირმის წყაროები: 

 კენჭოვანი დაავადებები (თირკმლისქორნიკული დაავადებებიმარილოვანი დიათეზი,ასევე მკურნალობა პროფილაქტიკურიმიზნით).

 კენჭოვანი დაავადებები (ქრონიკულიქოლეცისტიტიქრონიკულიჰეპატიტი არაგამწვავებული ფორმითასევე მკურნალობაპროფილაქტიკური მიზნით).

 ნივთიერებათა ცვლის მოშლა (შაქრიანიდიაბეტიმარილოვანი დიათეზიართრითიოსტეოქონდროზი).

 კუჭ - ნაწლავის დაავადებები (წყლულოვანი დაავადებებიმომატებული ანდაქვეითებული მჟავიანობაკოლიტი).

თერმული აბაზანები :

თერმული წყარო მიწიდან 1500 მეტრის სიღმიდან ამოედინება და მისი ტემპერატურა 43შეადგენს. თერმული აბაზანები გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

1.ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები (ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი)

2.ნერვული სისიტემის დაავადებები (ნევროზები, ნეირო-ცირკულარული დისტონია, სისხლის მიმოქცევის მოშლა)

3.შაქრიანი დიაბეტი (არაინსულინდამოკიდებული)

4.დერმატოლოგია(კანის ალერგიული დაავადებები, ფსორიაზი

5.კუჭ-ნაწლავის დაავადებები (კოლიტი, ალერგიები)-(ტარდება კოლონოთერაპია)

6.ინვაზირება(ბავშვებში ჭიების არსებობა) (ტარდება მცირე გამორეცხვები)

7.ქრონიკული შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები (არამწვავე ფომა, ცისტიტი, პროსტატიტი და ა.შ)