კალათა

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ბორჯომი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში. იგი მოიცავს 6 ადმინისტრაციულ ერთეულს, კერძოდ, ბორჯომის, ხარაგაულის, ხაშურის, ახალციხის, აბასთუმნის და ბაღდათის ტერიტორიებზე.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მოიცავს საკუთრივ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს ( IUCN-ის კატეგორია I, დაარსდა 1935 წელს, ფართობი 14 820,6 ჰა, შექმნის მიზანი - უნიკალური ტყის მასივებისა და კავკასიური კეთილშობილი ირმის Cervus elaphus maral დაცვაა) და ნეძვის აღკვეთილს ( IUCN-ის კატეგორია IV, 8992 ჰა, დაარსდა 1995 წელს კავკასიური სოჭის( albies nordmanniana), უნიკალური კორომებისა და ფოცხვერის (lynx lynx )დაცვის მიზნით)

პარკი დაარსდა 1995 წელს და მისი მთლიანი ფართობია 85 047 ათასი ჰექტარი, რომელიც წარმოდგენილია კარგად შენახული და დაცული ტყის ჰაბიტატებით, იშვიათი და განუმეორებელი ფლორითა და ფაუნით, თვითმყოფადი და განუმეორებელი ლანდშაფტებით.

ტურისტულ და მეცნიერულ ინტერესს იწვევს გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონების მრავალფეროვნება, მდიდარი ცხოველთა სამყარო და მრავალფეროვანი მცენარეული საფარი. დაცულ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლები პარკს ქართული კულტურით დაინტერესებულთათვისაც მიმზიდველს ხდის.

პარკში შექმნილია ტურისტული ბილიკები და ინფრასტრუქტურა, მუშაობს 9 ტურისტული მარშრუტი, რომელთა გასწვრივაც მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები. აქტიურად ხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო ქმედებები, აღირიცხება პარკში არსებული ფლორისა და ფაუნის იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები და ხორციელდება მათი in-situ კონსერვაცია.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში.რასაც ადასტურებს 2007 წელს მისი გაწევრიანება ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელში PAN Park. ეროვნულმა პარკმა 2010 წელს განმეორებით მიიღო PAN Park - ის სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს პარკის ბუნებრივი ფასეულობების და ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო აღიარებას.

მინერალური წყალი ”ბორჯომი”

მინერალური წყალი ”ბორჯომი” ვულკანური წარმოშობის უნიკალური წყალია, რომელსაც ბუნების საჩუქარსაც კი ვუწოდებთ. „ბორჯომი“ 1500 მეტრის სიღრმიდან მოიპოვება, თუმცა გაცილებით უფრო ღრმად ფორმირდება, სწორედ მიწიდან ამოსვლის დროს ჯერდება წყალი უნიკალური მინერალებით. ვულკანური წარმოშობის მინერალების წყალობით „ბორჯომი“ საუკეთესოდ წმენდს ორგანიზმს და ხსნის სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნებას. უნიკალური ბუნებრივი თვისებების წყალობით „ბორჯომი“ არა მხოლოდ კლავს წყურვილს, არამედ აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.


მინერალური შემადგენლობა მგ/ლ

ჰიდროკარბონატები 3500-5000

ქლორიდები 250-500

ნატრიუმი და კალიუმი 1200-2000

კალციუმი 20-150

საერთო მინერალიზაცია 5,5-7,5 გ/ლ