კალათა

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ბაკურიანი

 ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც ასევე ცნობილია თავისი სამთო-სათხილამურო ტრასებით. ყოველწლიურად აქ ათეულათასობით ადამიანი ჩამოდის, ქართველიც და უცხოელიც, რათა დაისვენონ, ისიამოვნონ თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალით, დატკბნენ კავკასიონის ულამაზესი ხედებით, მოიარონ წიწვიანი ტყით დაფარული მიდამოები, დალაშქრონ მარშრუტები ახლომდებარე სოფლებსა და წყაროებამდე, როგორც ფეხით, ასევე ცხენით, ველოსიპედით, თოვლმავლით ან კვადროციკლით.

ბაკურიანი არაჩვეულებრივი ადგილია როგორც ოჯახების დასვენების, ასევე სპორტისა და ბუნების მოყვარული ახალგაზრდებისათვის.

მდებარეობა: ბაკურიანი ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე (5.576 ფუტზე) მდებარეობს. თბილისსა და ბაკურიანს შორის მანძილი 180კმ-ია (111.847 მილი), ხოლო ბორჯომიდან ის მხოლოდ 30კმ-შია (18.6411 მილი).

კლიმატი: ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,3 C, იანვრისა - 7,2 C, აგვისტოსი 15 C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.

ტრანსპორტი: ავტომანქანითთბილისი - ბაკურიანი 180კმ. მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 2.5სთ. ბათუმი - ბაკურიანი 295კმ. მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 4.5სთ ქუთაისი - ბაკურიანი 155კმ. მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 2.5სთ

ავტობუსით/“მარშუტკით“ :ბაკურიანისაკენ მომავალი მიკროავტობუსები ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე ყოველდღიურად გადიან: თბილისიდან - რკინიგზისა და დიდუბის ავტოვაგზლებიდან. მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 2.5სთ. მგზავრობის ფასი - 10-11 ლარი ბორჯომიდან მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 0.5სთ.მგზავრობის ფასი - 3 ლარი. ბათუმიდან მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 4.5სთ. მგზავრობის ფასი - 20 ლარი ქუთაისიდან მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 2.5სთ. მგზავრობის ფასი - 11 ლარი ხაშურიდან მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 1 სთ .მგზავრობის ფასი - 5 ლარი.

მატარებლით: თბილისი-ბორჯომი გადის ყოველდღე: - 06:45 -ზე, ბორჯომში ჩადის 10:45 - ზე - 16:35–ზე, ბორჯომში ჩადის 20.45 - ზე

თვითმფრინავით: აეროპორტებიდან ბაკურიანამდე მანძილი: ქ. თბილისიდან - 190კმ. ქ. ბათუმიდან - 300კმ. ქ. ქუთაისიდან - 160კმ. ქ. ტრაპზონიდან (თურქეთი) – 500კმ. ქ. ბაქოდან (აზერბაიჯანი) – 750კმ. ქ. ერევნიდან (სომხეთი) – 270კმ. ქ. ვლადიკავკაზიდან (რუსეთი) – 350კმ.

ტელეფონი. ქვეყნის კოდია 995. ბორჯომის რაიონის კოდია 367. მობილური ტელეფონით – GSM 900 და 1800 ქსელები. დაფარვის ზონა კარგია და მთელ რეგიონს მოიცავს.

პოლიცია/პატრული. პოლიცია ბაკურიანის ცენტრში, აღმაშენებლისა და მთის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი – ტელ. 112.

საავადმყოფო/ექიმებიბაკურიანი ჯეოჰოსპიტალსის ბაკურიანის სამედიცინო ცენტრი მისამართი: კობა წაქაძის #2. ტელ: 0367 24 00 25

ბანკი და ბანკომატები: საქართველოს ბანკის ფილიალი აღმაშენებლის ქუჩა #20ა.

ბანკომატები: ლიბერთი ბანკისთიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკას ბანკომატები მდებარეობენ აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრში. საქართველოს ბანკისბანკომატი აღმაშენებლის ქუჩა #20ა. თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს პროკრედიტბანკის ბანკომატი. 25იანებთან, სასტუმრო "ვილა პალასში" მდებარეობს ტაოპრივატბანკის ბანკომატი.