კალათა

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ქართლის დედა

ოდითგანვე ქართველთათვის დედა არის სიმბოლო ქვეყნის თავდადებისა, გმირობისა, სიკეთისა, სიყვარულისა და სტუმართმოყვარეობისა. სწორედ ამიტომ , თბილისის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა „ ქართლის დედის „ ქანდაკება , რომელიც სოლოლაკის გორაზე არის აღმართული. ქანდაკების ავტორია ელგუჯა ამაშუკელი . „ ქართლის დედის „ 20- მეტრიანი სკულპტურა ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქალის გამოსახულებაა, რომელსაც ერთ ხელში სტუმართმოყვარეობის სიმბოლო-ღვინის თასი უჭირავს, მეორეში კი ქართველთა მებრძოლი სულის გამოხატულება- ხმალი.

 

                                                                                                   წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012