კალათა
+995 577222806
info@fourseasonstravel.ge
ქართული ბალეტი
ქართული კლასიკური ბალეტის ისტორია XIX საუკუნის შუა წლებიდან იწყება. რუსეთის მეფისნაცვალმა კავკასიაში ვორონცოვმა მანოხინს ყველა პირობა შეუქმნა საბალეტო ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად და მართლაც, 1852 წელს თბილისელ მაყურებელს წარუდგინეს მეორე მოქმედების ნაწყვეტი ბალეტიდან „სილფიდა“. საქართველოში საბალეტო სკოლის ფუძემდებელი იყო იტალიელი მოცეკვავე და პედაგოგი მარია პერინი. 1916 წელს მან თბილისში სტუდია გახსნა, რომელშიც აღიზარდა ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანი . 1936 წელს ანდრია ბალანჩივაძის მუსიკაზე შეიქმნა პირველი ქართული საბალეტო სპექტაკლი „მზეჭაბუკი“. სწორედ ჭაბუკიანის სახელს უკავშირდება ქართული ბალეტის შემდგომი წარმატებები, რომელმაც ბრწუყინვალე ეპოქა შექმნა ქართული ბალეტის ისტორიაში. დღეს მის გზას აგრძელებს მსოფლიო ბალეტის პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი.
წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012