კალათა
+995 577222806
info@fourseasonstravel.ge
ტიხრული მინანქარი
ტიხრულ მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. მისი ყველაზე გამორჩეული ნიმუში ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქარია თავისი ზომითა და შესრულების დონით. ქართულ ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქარი გამოირჩევა მეტი კონტრასტულობითა და დაპირისპირებული ფერებით, ასევე ახასიათებს ფერთა სიუხვე და სიღრმისეული გამჭირვალობა. ქართული მინანქრის ნიმუშები მხოლოდ VIII საუკუნიდან მოგვეპოვება. ამჟამად ქართული ტიხრული მინანქარი აგრძელებს განვითარებას; იქმნება თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ცნობილია ფოკას მონასტრის თანამედროვე სკოლა.
წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012