კალათა
+995 577222806
info@fourseasonstravel.ge
სუხიშვილები
ქართული ეროვნული ბალეტი, რომელსაც მსოფლიო სუხიშვილების ანსამბლის სახელით იცნობს, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლმა პირველი კონცერტი 1945 წლის 11 ივლისს გამართა. 1948 წელს ანსამბლმა პირველად აზიარა მსოფლიო ქართულ ხელოვნებას და იმ დღიდან მოყოლებული, მომხიბლავი, წარმტაცი ცეკვები აჯადოვებს დედამიჭის ხუთივე კონტინენტს. გამუზომელია სულიკო ვირსალაძის დამსახურება ანსამბლისა და ზოგადად, ქართული კულტურის წინაშე: მის მიერ შექმნილ კოსტუმებს განცვიფრებაში მოჰყავადა მაყურებელი. „ქართული გენია როკვით განფენილი“, ასე უწოდა ქართულ ცეკვას ემიგრაციაში მყოფმა ქართველმა მწერალმა გრიგოლ რობაქიძემ, როცა ჟენევაში მყოფმა სუხიშვილების კონცერტი იხილა.
წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012