ქართული სამზარეულოერთ ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ქართული სუფრის მშვენებაა ხაჭაპური. ხაჭაპური ყველიანი პურია, პირველად ის დასავლეთ საქართველოში გამოაცხვეს, შემდეგ კი მთელ საქართველოში გავრცელდა. დღეს მას საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ამზადებენ. არსებობს მისი რამდენიმე სახეობა, იმერული ხაჭაპური, მეგრული ხაჭაპური, აწარული ხაჭაპური, სვანური ხაჭაპური-კუბდარი, რაჭული ხაჭაპური-ბაჭულები, ოსური ხაჭაპური-ხაბიზგინი.ხაჭაპურის ცომის დასამზადებლად საჭიროა ხორბლის ფქვილი, საფუარი, წყალი, ცოტაოდენი რძე და მარილი. ცომს მოზელენ და აცლიან ამოსვლას. შიგთავსი ყველის, კვერცხისა და კარაქის ერთობლიობაა.
წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012