ქართული ტრადიციული სუფრა წარმოუდგენელია სადღეგრძელოების გარეშე. საქართველოში სუფრის კულტურა ათას-წლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა. აღსანიშნავია, რომ თამადას აქვს ლხინისა თუ ჭირის სუფრის წარმართვის მკვეთრად განსაზღვრული წესები, რომელშიც სადღეგძელოების ხასიათი, რაოდენობა და თანმიმდევრობა, ლამის, კანონიკის რანგშია აყვანილი. ქართული სუფრა ქრისტიანული ლიტურგიის ანალოგიაა. ღვთის სადიდებელსა და მშვიდობის სადღეგრძელოებს მოყვება მასპინძელი ოჯახის, სუფრის ყველა წევრის სადღეგრძელოები, მოიგონებენ გარდაცვლილებს. სუფრა სრულდება ღვთისმშობლის სადიდებლით- ყოვლადწმინდას სადღეგრძელოთი. განსაკუთრებულ სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით მიირთმევენ.
წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012