კალათა

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

თამადა

ქართული სუფრა წარმოუდგენელია თამადის გარეშე.  ჩვეულებრივ , მასპინძელი ტამამადი ირჩევს პატივსაცემ ადამიანს, რომელიც სუფრის სუფრის თადარიგის მცოდნედ მჭერმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების ( ქორწილი, ძეობა, ქელეხი და სხვ.) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგძელოების  წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთელი მსვლელობის მართვა. თამადა სუფრაძე ძირითადი ფიგურაა. სიტყვა „თამადის“ ირგვლივ აზრთა სხდასხვაობაა, მაგრამ ყოველთვის იგი უკავშირდება სუფრის თავის, გამძღოლის ცნებას. მან პირველმა უნდა შესვას სასმისი და დააგემოვნოს ახალი კერძი; მას უნდა უსმენდნენ და ემორჩილებოდნენ. თავის მხრივ, თამადა უნდა ზრუნავდეს, რომ ყველამ კარგად მოილხინოს.

                                                                                წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012