გოზინაყი საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნუგბარია, გოზინაყს, ძირითადად, ნიგვზისგან ამზადებენ. ოჯახში ტრადიციულად ერთ ადამიანს ევალება ამ სადღესასწაულო რიტუალური ტკბილეულის დამზადება.გოზინაყისთვის არჩევენ ღია ფერის დიდ, ჯანსაღ ლებნებს, თხლად ჭრიან, ხალავენ და რამდენჯერმე ადურებულ და გაციებულ თაფლში ურევენ, შემდეგ აბრტყელებენ ხის დაფაზე და რომბულ ნაჭრებად ჭრიან.
წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012