კალათა

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

ჩურჩხელა

ქართული საახლწლო სუფრის მშვენებაა ჩურჩხელა-რომელსაც ნიგვზისა და ბადაგის-ყურძნის დადუღებული წვენისგან ამზადებენ. ჯერ ბადაგისა და პურის ფქვილისაგან თათარას მოადუღებენ და შემდეგ ძაფზე აცმულ კაკლის დაჭრილ ლებნებს ამოავლებენ, გაკიდებენ ხარიხაზე და ჰაერზე აშრობენ. ჩურჩხელების ამოვლების რიტუალი რთველის შემდეგ ტარდება და ყველასათვის საყვარელ საოჯახო დღესასწაულად ითვლება. კაკლის მთლიანი გულისაგან გაკეთებულ ჩურჩხელას „ გორგომიჭელას“ ეძახიან. ასევე იციან თხილის ჩურჩხელები, ოღონდ თათარაში პურის ფქვილის მაგივრად სიმინდის ფქვილს იყენებენ, მას გურიაში „ჯანჯუხას“ ეძახიან. ჩურჩხელა ძალზე კალორიული და ნოყიერი საკვებია, ამიტომაც ძველად საქართველოში ომში წასულ მეომრებს საკვებად ატანდნენ.

 

 

                                                                               წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012