ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის სახელს ატარებს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქუჩა, რომელიც მუდმივად სავსეა ქართველი თუ უცხოელი სტუმრებით. ამ ქუჩაზე აზიური, ევროპული და ქართული კულტურის ერთგვარი შერწყმა ხდება. ლამაზი, აივნებიანი თბილისური სახლების ქვეშ არის უამრავი კაფე და პატარ-პატარა მაღაზიები. ტურისტები აქვე ეცნობიან საქართველოს კულტურას. შეუძლიათ შეიძინონ ქართული თექის, ქართული მინანქრის ნიმუშები. მუდმივად ისმის სასიამოვნო მუსიკა.
წყარო: გაიცანი საქართველო 366 დღე-2012