აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ოდითგანვე განვითარებული იყო მეცხვარეობა. ქალები დაოსტატებული იყვნენ მატყლის ძაფით დართვაში. იქსოვებოდა სხვადასხვა დანიშნულების ნივთები: ფარდაგები, თხელი ხილაურები, ხურჯინები (გადასაკიდებელი ორგანყოფილებიანი ჩანთები), სამოსი, წინდები და სხვ. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული ორნამენტებით, ფერების ნატიფი შეხამებითა და ხარისხით. მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართულ ფარდაგებს ანალოგი არ მოეძებნება. ფარდაგის მოსაქსოვად ფერები ბუნებრივი საღებავებისაგან მზადდებოდა, რომლისთვისაც იყენებდნენ მიწის ნაირსახეობას და მცენარეებს, აგრეთვე