კალათა

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

აჭარა

  აჭარა საქართველოს რეგიონის შავი ზღვისპირა საკურორტო მხარეა. რომელიც იყოფა ორ ნაწილად ზემო და ქვემო აჭარად.სადაც  გვხვდება როგორც მთა, ასევე ვაკე ადგილები და ერთმანეთისაგან განსხვავებული ხეობები, ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, მრავალსაუკუნეოვანი არქეოლოგიური ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შავი ზღვის სანაპიროზე. იგი ზღვისპირა საკურორტო რეგიონია. აჭარას ჩრდილოეთით გურია, აღმოსავლეთით-ახალციხე, სამხრეთით-კარჩხალის ქედი, დასავლეთით კი არსიანის მთა ესაზღვრება. ტერიტორიის ფართობი –  2 900  კმ2, მოსახლეობა - 383 ათასი ადამიანი.ადმინისტრაციული ცენტრი –ბათუმი.აჭარის რაიონები :  ქედი, ქობულეთი,  შუახევი, ხელვაჩაური, ხულო. მანძილი თბილისიდან - 401 კმ.

კლიმატი :

  სუბტროპიკული ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. მაღალმთიანეთში ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული მოკლე და თბილია. აჭარა გამოირჩევა ხელსაყრელი, თბილი ჰავით.

ბუნება :

  აჭარის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მტებსა და ღრმა ხეობებს უჭირავს, ზღვისპირა ფართობი კი ქობულეთისა და კახაბრის ვაკე-დაბლობებს. აჭარის ძალზე საინტერესო გეოგრაფიულ რელიეფს ქმნის მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედებს  შორის განლაგებულია აჭარის ქვაბული,რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2000-2500 მ.-ია. მთიან აჭარაში გვხვდება როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ტყეები.ცხოველები : ჭაობის კუ, მცირე აზიური და ჩვეულებრივი ტრიტონი, დათვი, ფოცხვერი, შველი, კურდღელი, მაჩვი, კვერნა, მელა, ციყვი, გარეული ღორი.ფრინველები : მთის არწივი, შევარდენი, ძერა, ტყის ქათამი, კასპიური შურთხი, შაშვი.

  აჭარა მდიდარია ტბებით და მდინარეებით  :შავი ზღვა, მწვანე ტბა, ჭოროხი, კინტრიში, აჭარისწყალი, ჩოლოქი, სხალთა, ოჩხამური, ჭარნალი, მაჭახელისწყალი;

მინერალური წყლები და სამკურნალო კურორტები :  მახინჯაურის მიონერალური წყლები;

დაცული ტერიტორიები, ნაკრძალები : 

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი;  მაჭახელას ეროვნული პარკი;  მტირალას ეროვნული პარკი;  ისპანის ნაკრძალი;

ბათუმის ბოტანიკური ბაღი;   დელფინარიუმი;

ღირსშესანიშნაობები:  

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;   ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი;   პეტრა–ციხის არქეოლოგიურ–

არქიტექტურული მუზეუმ–ნაკრძალი;  გონიო–აფსაროსის არქეოლოგიურ–არქიტექტურული მუზეუმ–ნაკრძალი;

 ეთნოგრაფიული მუზეუმი კახაბერში;  მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მაჭახლის ხეობაში;  სხალთის დარბაზული

ეკლესია(XIII ს.);  გონიოს ციხე (II ს.);  პეტრა ქაჯეთის ციხე (VI ს.);  ხიხანის ციხე (XI ს.);  , შუახევის ციხე (შუა

საუკუნეები);  სხალთის დარბაზული ეკლესია(XIII ს.);  ვერნევის დარბაზული ეკლესია (XI ს.);  თხილვალის

დარბაზული ეკლესია (შუა საუკ.);  ხულოს ციხე (შუა საუკ.); შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები (მახუნცეთი,

დანდალო, კობალაური, კოკოლეთი,  მესხიქედი, ფურტიო, ცხენკანი);