კალათა

+995 577222806

info@fourseasonstravel.ge

რაჭა-ლეჩხუმი

 ლეჩხუმი— დასავლეთ საქართველოს -გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერის რაიონისა და ნაწილობრივ წყალტუბოს რაიონის და ამბროლაურის რაიონის ტერიტორიას. ადმინისტრაციული ცენტრია-ცაგერი რომელიც მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ნაპირას.ფართობი-765 კმ². ცაგერის მოსახლეობა-1900კაცი.მანძილი ცაგერიდან თბილისამდე- 350 კმ

 ჰავა: 

ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0 C0-ზე დაბალია. ივლისის საშუალო ტემპერატურა +22+24 C0. ატმოსფერული ნალექები-1200-1300 მმ.

 მდინარეები:  რიონი, ცხენისწყალი, ლაჯანური, ჯონოული და სხვა. 

    ცაგერში არის ღვინისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: სკოლები, სახალხო თეატრი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სურათების გალერეა, კულტურის სახლი კინოთეატრი და სხვა.

  ღირშესანიშნაობანი- ცაგერის შუა საუკუნეების საკათედრო ტაძარი, ქვის გალავანი, თაბორის, ლაბეჭინის შუა საუკუნეების ეკლესია. ციხესიმაგრეები: ზუბის, გვესოს, ზოგიშის და სხვა ცაგერში არის ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

რაჭა

რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭას ოთხივე მხრიდან მაღალი მთები აკრავს: ჩრდიოლეთით კავკასიონის ქედი, აღმოსავლეთით - ლიხის მთა, სამხრეთით - ნაქერალას მთა და დასავლეთით - სვანეთის მთები.ტერიტორიის ფართობი –  4 600 კმ2, მოსახლეობა - 48 525 ადამიანი.ადმინისტრაციული ცენტრია-ონი.  ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით -ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.ადმინისტრაციული ცენტრი – ამბროლაური,რაჭის რაიონები - ამბროლაური, ონი, ცაგერი. მანძილი თბილისიდან – 295 კმ.

კლიმატი :

 ზომიერი. ბუნება : რეგიონის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი.საქვეყნოდაა განთქმული აქაური სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტები – შოვი, უწერა, ლაშიჭალა, ქვეშვაკე, მუაში, სორტუანი, ბუგეული, ხიდიკარი, 25-ზე მეტი სამკურნალო - მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა საკურორტო ადგილები – ხიდიკარი, წესიგორა, ურავი, ბარი, სხეფური,.ტბა მდინარეებია : რიონი, ცხენისწყალი, ლაჯანური. რაჭაში ბინადრობს: არჩვი, მურა დატვი, ფოცხვერი, აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვი. ფრინველებია : ბატკანძერი, ორბი, მთის არწივი, კავკასიური როჭო.

სამზარეულო:

 რაჭული სამზარეულოდან  განსაკუთრებით განთქმულია რაჭული ლორი და ლობიანი.საქართველოში გავრცელებული ვაზის 600 ჯიშთაგან, ამ მხარეში 300- მდე სახეობის ყურძენი მოჰყავთ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იქაურ ღვინო - “ხვანჭკარა”, “ალექსანდრეული”, “ოჯალეში” და “თეთრა”.

დაცული ტერიტორიები, ნაკრძალები :რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გეგმარებითი ეროვნული პარკი;შაორი–ხიხათის გეგმარებითი აღკვეთილი;

ხვამლის გეგმარებითი აღკვეთილი;ასხის გეგმარებითი აღკვეთილი;ახალჭალის გეგმარებითი აღკვეთილი;

მუზეუმები :

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი; ფუსტელთა სკოლა-მუზეუმი; ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი; სევერიან ისიანის სახლ-მუზეუმი; არჩილ გელოვანის სახლ-მუზეუმი;

ღირსშესანიშნაობები: 
ნიკორწმინდას ეკლესია (XI ს.); მინდას ციხე;ონის ციხე (შუა საუკუნეები); პატარა ონი – დარბაზული ეკლესია (XI ს.); შქმერის კარსტული მღვიმე (1720 მ.); მთისკალთის(მრავალძალის) დარბაზული ეკლესია(X-XI სს., XIX ს.); უწერა - დარბაზული ეკლესია; ნანგრევები (X ს.), ღები;  გამაგრებული საცხოვრებელი (შუა საუკუნეები); ბარაკონის ეკლესია (XVIII ს.); ხვანჭკარის ციხე და ეკლესია (შუა საუკუნეები);  ხოტევის ციხე (შუა საუკუნეები); ბუგეულის დარბაზული ეკლესია(XIV-XV სს;